საზოგადოება
„ზესტაფონს“ გუგუჩია სურს

guguchiaთბილისი, 2 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც იმერული გუნდის თავკაცმა გია ჭიაბრიშვილმა საქინფორმთან საუბარში განაცხადა, მათ კლუბს ზუგდიდელი ნახევარმცველის – ლუკა გუგუჩიას, შეძენა სურს.

20 წლის შემტევმა გასული სეზონი ქუთაისის „ტორპედოს რიგებში დაასრულა, სადაც იჯარით იყო განათხოვრებული. სეზონის ბოლოს ქუთაისელებმა ზუგდიდელებთან ფინანსური შეთანხმება ვერ მოახერხეს, რის გამოც გუგუჩია მეგრულ კლუბს დაუბრუნდა, ახლა კი, თუ ჭიაბრიშვილს დავუჯერებთ, მალე ჩემპიონების რიგებში ვიხილავთ ფეხბურთელს.

გუგუჩიამ მიმდინარე სეზონში „ბაიას“ რიგებში ერთი გოლის გატანა მოახერხა.