საზოგადოება
„ზესტაფონს“ კვასხვაძე უბრუნდება

kvasxvadzeთბილისი, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ზესტაფონს“ ნომერ პირველი მეკარე უკვე თვეზე მეტია, ვერ ეხმარება. როინ კვასხვაძემ ტრავმა 22 ოქტომბერს ცხინვალის „სპარტაკისა“ და „ზესტაფონის“ დაპირისპირებისას მიიღო. მეკარემ შორეული დარტყმის მოგერიების შემდეგ თითი მოიტეხა და შუა მეორე ტაიმში შესაცვლელი შეიქნა.

იმერლებს მის გარეშე მოუხდათ რამდენიმე პრინციპული თამაშის ჩატარება, მაგრამ უკვე რამდენიმე დღეა, რაც 23 წლის კარის კიპერმა ვარჯიში განაახლა და მომდევნო ტურიდან გუნდის დახმარებას შეძლებს.

მომდევნო ტურის შეხვედრას „ზესტაფონი“ მარტვილში 4 დეკემბერს „მერანის“ წინააღმდეგ გამართავს.