სამართალი
თბილისი, 1 დეკემბერი, საქინფორმი. სტუდია „მაესტრომ“ ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელის, „ქართული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ პროკურატურასა და მთავარ სამმართველოში განცხადებები შეიტანა.
მთავარ სამმართველოში წარდგენილ განცხადებაში კიწმარიშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, ტელეკომპანიაში უკანონოდ შეჭრასა და არხის მაუწყებლობის შეფერხებაშია დადანაშაულებული, პროკურატურაში წარდგენილი განცხადების მიხედვით კი, სტუდია „მაესტრო“ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. „მაესტროში“ იმედოვნებენ, რომ პროკურატურა მომხდარის გამო კიწმარიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს.