პოლიტიკა
ალა ჯიოევას მომხრეებმა ღამე მიტინგზე გაათენეს

jioeva--123თბილისი, 1 დეკემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ალა ჯიოევას მხარდასაჭერ მიტინგზე მთელი ღამის განმავლობაში 700-მდე მხარდამჭერმა გაათენა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის  სააგენტოები აქვეყნებენ.

გუშინ შეკრებილებს ალა ჯიოევამ შინ წასვლისკენ მოუწოდა.

„კონსტრუქციული მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ახლა წადით სახლში, გამოიძინეთ და ხვალ განვაახლოთ მსჯელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“,  – ამ სიტყვებით მიმართა ჯიოევამ ღამით შეკრებილებს.

ჯიოევამ ცხინვალის  უზენაეს სასამართლოში შეიტანა სარჩელი იმ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, რომლის თანახმადაც, არჩევნების შედეგები ბათილად ცნეს.

პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებასაც აპირებს, რომელშიც კოკოითის მთავრობა და რუსეთიც იქნება ჩართული.