პოლიტიკა
მე-12 სხდომა ბრიუსელში

geo-eu-flagთბილისი, 1 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-12 სხდომა გაიმართება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს არის საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ყველაზე მაღალი ინსტიტუციური ფორმატი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობაში აქვს.

მისი თქმით, სხდომა იმართება მინისტრების დონეზე და, შესაბამისად, საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. ევროპული მხარე წარმოდგენილი იქნება პოლონეთის, როგორც ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრით. სხდომას ევროპული მხრიდან რადოსლავ სიკორსკი უხელმძღვანელებს.