საზოგადოება
დედოფლისწყაროში მიწებს უცხოელებზე მასობრივად ყიდიან

miwebi---patar--aqtთბილისი, 30 ნოემბერი, საქინფორმი. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უცხოელ ინვესტორებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვა კვლავ გრძელდება“, – აცნობა საქინფორმს წყარომ. მისივე ინფორმაციით, რაიონის ვაჩნაძის ქუჩის მცხოვრებნი 15 წელია, ამუშავებენ საუბნო მიწას, რომელიც მდებარეობს შირაქში ნაზარლების ტერიტორიაზე. ამჟამად 19 ოჯახიდან უმეტესობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს მიწების პრივატიზებას და რჩებიან საარსებო ლუკმის გარეშე. ამ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილიც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ამ ქუჩის მცხოვრებთა განცხადებით, მიწის დასაკანონებლად იმდენად დიდი თანხაა საჭირო, რომ ისინი ვერ შეძლებენ პრივატიზებას. მისი ვერსიით, არსებობს ეჭვი, რომ ხელისუფლებას სურს ამ მიწების ხელში ჩაგდება და უცხოელებზე გაყიდვა, ისე როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

წყაროს ცნობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიწების სოლიდურ ნაწილს უცხოელი ინვესტორები ფლობენ. სოფელ ზემო ქედის, არხილოსკალოს მოსახლეობას  ეკონომიკის სამინისტრომ  გაუყიდა 3050 ჰექტარი მიწა, სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობა დღემდე აპროტესტებს 1050 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების გაყიდვას, თუმცა – უშედეგოდ. ქიზიყელი ხალხი ოდითგანვე მიწების დამუშავებით ირჩენდნენ თავს, ახლა მათ ეს საშუალება  მთავრობამ წაართვა და დატოვა უსახსროდ.