აქტუალური
რობერტ სტურუას სატელეფონო განცხადება ლონდონიდან

sturua8თბილისი, 30 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, მას შემდეგ, რაც ლონდონში მყოფმა რობერტ სტურუამ  გაზეთ „ასავალ-დასავალში“ „სახალხო კრების“ ხელმძღვანელობის მიერ გამოქვეყნებულ სიაში თავისი სახელი და გვარიც ამოიკითხა, დაუკავშირდა პოეტ რეზო ამაშუკელს და სთხოვა, გაეხმიანებინა  მისი პირადი მოსაზრება „სახალხო კრების“ წევრობასთან დაკავშირებით.

რეზო ამაშუკელმა ბატონი რობერტის დავალება ტელეკომპანია „კავკასიის“  მეორე ბლოკში შეასრულა, სადაც მან,  კერძოდ, განაცხადა, რომ მას ამ განცხადების თაობაზე, პირადად რობერტ სტურუა დაუკავშირდა ლონდონიდან და სთხოვა ამ განცხადების გახმიანება.

ამაშუკელის განცხადებით, რობერტ სტურუას „სახალხო კრებაში“ ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ ის არსად, არცერთ პარტიაში არ არის და თუ სტურუა ვინმეს გვერდით  მოიაზრებს თავს,  ეს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია. ამასთან, სთხოვა კრების ხელმძღვანელობას, რომ მის დაუკითხავად შემდგომში ასეთ განცხადებებს ნუღარ გააკეთებენ.