საზოგადოება
თბილისი, 30 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან ატყობინებენ, ვრცელდება ხმები ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან ადვოკატ ეკა ბესელიას წასვლის შესახებ, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში დეზინფორმაციის შეტანას.
„ამას გარდა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაურკვეველი პირები აქტიურად საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის წინასაახალწლო საჩუქარზე – თითქოს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს საახალწლოდ 400 ლარს დაურიგებს“, – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, პრესსამდივნოს აქვს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის – ეკა ხვედელიძისთვის, მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების დროს დაფიქსირებულ პროვოკაციებზე, რაც გამოიხატება ბიძინა ივანიშვილის სახელით ფულის შეთავაზებასა და სხვადასხვა სახის დაპირებებში.
„ზემოთ აღწერილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს დეზინფორმაციას. გთხოვთ, ნებისმიერი გაურკვეველი ინფორმაცია გადაამოწმოთ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოში შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 2 920993; 2 920973“, – აღნიშნულია განცხადებაში.