სამართალი
„შეტევა ქართულ პრესაზე პროექტის საფარქვეშ“

asociaciaaaooთბილისი, 29 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან საქინფორმს აცნობეს,  პრესსამდივნო სოლიდარობას უცხადებს თავისუფალ ქართულ მედიას და უერთდება პროტესტს თბილისის მერიის მიმართ.

„მცირე  და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის“ პროექტის საფარქვეშ ხელისუფლებამ თავისუფალ ქართულ პრესაზე შეტევა მიიტანა. მივიჩნევთ, რომ მერიის გადაწყვეტილება – შეუწყვიტოს საქმიანობა პრესის გამავრცელებელ ჯიხურებს, მიმართულია არა „ჯანსაღი კონკურენციის“ წახალისებისკენ, არამედ საქართველოში თავისუფალი პრესის, სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს გარკვეული მოსაზრებები აღნიშნული პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით და პარასკევს, 12:00 საათზე, ეპატიჟება საქართველოს პრესის ასოციაციაში შემავალ გამომცემლებსა და პრესის გამავრცელებლებს შეხვედრაზე.