პოლიტიკა
სომხეთის პრეზიდენტი ჩამოდის

misha-sarqsianთბილისი, 29 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვევა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის ცნობით, შეხვედრებზე ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილება. ხელი მოეწერება რამდენიმე სამართლებრივ დოკუმენტს, მათ შორის, სასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმდება თანამშრომლობის პროტოკოლი.

ნინო კალანდაძის განცხადებით, ეს არის საპასუხო ვიზიტი.

როგორც ცნობილია,  მიხეილ სააკაშვილი სომხეთში იანვარში იმყოფებოდა.