საზოგადოება
ვის მიიწვევენ „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე?

aqartuli-ocnebaთბილისი, 29 ნოემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ 11 დეკემბრისათვის დაგეგმილ პრეზენტაციაზე, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი ჯგუფების გარდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იქნებიან. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

„მოძრაობის პრეზენტაციაზე სტუმრის სტატუსით შეიძლება იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის პარტიის წარმომადგენლები. ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა და მას პირდაპირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოიცავს სამოქალაქო სექტორსაც. შესაბამისად, პოლიტიკური ორგანიზაციებიც დაპატიჟებულნი იქნებიან სტუმრის სტატუსით. „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერის გამოთქმის საშუალება ექნება ყველას“, – განაცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არაა შედგენილი კონკრეტული სია, თუ ვის მიიპატიჟებენ.