სამართალი
სახალხო დამცველის მიმართვა მთავარ პროკურატურას

tugushii5თბილისი, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებით დროული და ეფექტური ღონისძიებები გაატაროს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, 2011 წლის 6 ნოემბერს მან პირად ელექტრონულ ფოსტაზე კახეთის საოლქო პროკურატურის ყოფილი პროკურორისგან მუქარის წერილი მიიღო. ჟურნალისტი აღნიშნულ ფაქტს მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ამავე წლის 11 ნოემბერს გელა მთივლიშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. 2011 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი დაინტერესდა აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებებით და გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საქართველოს პროკურატურამ გაატაროს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები აღნიშნულ ფაქტზე ობიექტური გამოძიების წარმართვის მიზნით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.