საზოგადოება
შოთა გრიგალაშვილი: „გია გეგუჩაძისთვის „ზესტაფონს“ ახალი არაფერი შეუთავაზებია“

grigalashviliშოთა გრიგალაშვილი „ზესტაფონში“ 2009 წელს უმაღლეს ლიგიდან გავარდნილი „მესხეთიდან“  გადავიდა, იმერული კლუბის მაისურით უკვე 100-ზე მეტი შეხვედრაც ჩაატარა და შედეგიანობითაც გამოირჩევა. ზესტაფონელთა შეტევებს 25 წლის ნახევამრცველი საკმაოდ ამწვავებს. გრიგალაშვილი აქტიური იყო ბოლო ტურში „ტორპედოს“ წინააღმდეგაც, თუმცა ყოფილი მწვრთნელის კლუბთან მაინც დამარცხდა.
საქინფორმის სტუმარია შოთა გრიგალაშვილი.
ტორპედოსთანგანცდილი მარცხის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა უფრო მეტად დაიძაბა. მასპინძელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული თქვენ იყავით, მაგრამ მაინც დამარცხდით. რის ხარჯზე გაჯობათ მეტოქემ და გაჯობათ თუ არა საერთოდ?
– გვაჯობა მხოლოდ იმით, რომ ჩვენზე მეტი გაიტანეს. უფრო სწორად, ქუთაისელებმა გატანა მოახერხეს, ჩვენ – ვერა. ვერ ვიტყვი, რომ ვაჯობეთ. ამაზე ლაპარაკი ახლა აღარ ღირს. მთლიანობაში ძალიან კარგი თამაში გამოვიდა.
იმსახურებდით წაგებას?
– არა, წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. თამაშის მიმდინარეობისას რამდენიმე საეჭვო ეპიზოდი იყო, სადაც ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც 11-მეტრიანებს ითხოვდნენ. იქონია თუ არა მსაჯობამ მატჩის შედეგზე გავლენა?
– შეცდომა ყველას მოსდის. ერთ ეპიზოდში ნამდვილად იყო პენალტი. პრინციპში, ორი საკამათო მომენტიდან რომელიმეს დადება შეიძლებოდა. ხან დაინახავ ასეთ ეპიზოდებს, ხან – ვერა. სადაც გასატანი გვქონდა, ჩვენ იქ უნდა შეგვეგდო ბურთი, თუმცა 11-მეტრიანი რომ დანიშნულიყო, შესაძლოა, თამაში სულ  სხვაგვარად წარმართულიყო და კიდევ გაგვეტანა.
ტორპედოსმწვრთნელი ახლა გია გეგუჩაძეა, რომელიც სწორედზესტაფონიდანგადავიდა ქუთაისში. მატჩის წინ ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, თუ როგორ დახვდებოდნენ გუნდიდან სკანდალურად წასულ გეგუჩაძეს. სტარტი იყო მოულოდნელი მოედანზე გამოსვლისას თქვენ ჯერ გია გეგუჩაძე გადაკოცნეთ და შემდეგ გულშემატკივარს მიესალმეთ. ეს წინასწარ მოფიქრებული სცენა იყო თუ სპონტანურად მოხდა?
– თამაშამდე გადავწყვიტეთ. ყველამ შევამჩნიეთ. პატივს ვცემთ, მივედით, მივესალმეთ. ამას რა დადგმა უნდა.
დამარცხება იმანა ხომ არ განპირობ, რომ გეგუჩაძეზესტაფონსძალიან კარგად იცნობს?
– შესაძლოა. მე მაინც ვფიქრობ, რომ მეტი შეგვეძლო და რაღაც დავაკელით. არც გაგვიმართლა. ვიტყოდი, რომ ვერცერთი ფეხბურთელი ვერ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე. არავის გამოვყოფდი, უკლებლივ ყველამ დავაკელით რაღაც. მათ მიეცათ დავალება, სად რა ზონა უნდა  დაეკეტათ და ვინ სად უნდა აეყვანათ, მაგრამ ისეთი ადგილებიც ჰქონდათ, რითაც სარგებლობა შეგვეძლო. მომენტები შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ.
ვთქვით, რომ გეგუჩაძე ძალიან კარგად იცნობსზესტაფონს. იყო თუ არა რამე სიახლე, რაც მას გააკვირვებდა?

– გეგუჩაძის წასვლის შემდეგ იმავე ფეხბურთს  ვთამაშობთ. გია ჭიაბრიშვილსაც და გია გეგუჩაძესაც ერთნაირი საფეხბურთო გემოვნება აქვს, ახალი არაფერი ყოფილა. შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ.
სეზონის ბოლოს კონტრაქტი გიმთავრდებათ. უკვე აქტუალურია ხმები თქვენს ტრანსფერთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ გეგუჩაძის ერთ-ერთ ფავორიტ ფეხბურთელს ახალი სეზონიდანტორპედოშივიხილავთ, საუბარიადინამოზეც“...
– ახლა ვერაფერს გეტყვით. არ მილაპარაკია კლუბის პრეზიდენტთან არც წასვლაზე, არც მოსვლაზე. მაისში მიმთავრდება კონტრაქტი, მაგრამ მოლაპარაკებები ექვსი თვით  ადრე იწყება ხოლმე. პრეზიდენტის გარეშე ნაბიჯს არ გადავდგამ, ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. ამიტომ გავესაუბრები, ერთ აზრზე შევჯერდებით და გადაწყვეტილებასაც ისე მივიღებ.
გამორიცხავ ქუთაისში წასვლას?
– ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
ბოლო რამდენიმე შეხვედრაა, თემურ ქეცბაია ნაკრებში გიძახებ. რამდენადა ეს თქვენთვის სტიმულის მომცემი და რას იტყოდი ნაკრების პერსპექტივაზე?
– ყოველთვის დიდი ი მედით ვუყურებ, რომ ჩვენს ნაკრებსაც  ეშველება. მუდამ კარგის იმედი უნდა გქონდეს. „ვაიმე დედას“ და  „არ გვეშველებას“ ძახილით ვერაფერს ვიზამთ. ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ წინსვლაში.

მადლობა ქეცბაიას ჩემი გამოძახებისთვის. ვეცდები, ნდობა გავუმართლო. ამან დიდი სტიმული მომცა და შემომატრიალა არამარტო სპორტული თვალსაზრისით.

მიხარია, რომ ბევრი ცუდი უკან დარჩა და სპორტული ცხოვრებით ვაგრძელებ ცხოვრებას.

ესაუბრა მაგდა კლდიაშვილი

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“