აქტუალური
„სამოქალაქო ერთობის“ შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის თავმჯდომარესთან

filippთბილისი, 27 ნოემბერი, საქინფორმი. „სამოქალაქო ერთობის“ საკოორდინაციო საბჭოს წევრები საქართველოში ევროკავშირის წარმომდგენლობის ხელმძღვანელს, ბატონ დიმიტროვს შეხვდნენ.  შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პრიორიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის“ ხელმძღვანელი მარიამ წერეთელი; არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხელის“ თავმჯდომარე იური ვაზაგაშვილი; არასამთავრობო ორგანიზაციის – „ ქალები საუნივერსიტეტო განათლებისთვის“ – თავმჯდომარე თამარ კიკნაძე ; არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი არჩევანის“ თავმჯდომარე მანანა ბიწაძე-მიქელაძე;  საზოგადოებრივი მოძრაობის – „საქართველოს გადარჩენისთვის“ – თავმჯდომარე ბაია ამაშუკელი; ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონის“თავმჯდომარე აველინა დავითულიანი; არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და პროგრესის“ თავმჯდომარე გიორგი შერვაშიძე.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. „სამოქალაქო ერთობის“ საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ბატონ დიმიტროვთან „სამოქალაქო ერთობის“ პრიორიტეტებზე – ადამიანის უფლებათა დაცვაზე, თავისუფალ მედიასივრცეზე, სამართლიან სასამართლოსა და კანონის უზენაესობაზე და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობაზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ „სამოქალაქო ერთობის“ მიზანს არსებული არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით შეცვლისთვის საზოგადოების მზადება და არჩევნების მონიტორინგი წარმოადგენს. ბატონმა დიმიტროვმა დიდი ინტერესით მოუსმინა „სამოქალაქო ერთობის“ წარმომადგენლებს, ერთობისა, რომელიც მრავალ არასამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ფონდებთან ერთად,  ქართველი საზოგადოების კულტურულ- შემოქმედებით და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებსაც აერთიანებს.სამოქალქო საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესის გასაუმჯობესებლად ბატონმა დიმიტროვმა „სამოქალაქო ერთობასთან“ მომავალი თანამშრომლობის სურვილიც  გამოთქვა.