პოლიტიკა
დიმიტრი გვინდაძე: „თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იზრდება“

gvindadzeeeeთბილისი, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე მიმდინარე წლის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 44, 6 მილიონი ლარით ზრდის გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებით ხსნის. როგორც მინისტრმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების დაინტერესების კომენტირებისას განაცხადა, ბოლო წლების ტენდენციის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მუდმივად იზრდებოდა და 2008 წელს მისმა დაფინანსებამ მთლიანი ხარჯების 23%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის 8,1% შეადგინა.

მისივე თქმით, 2009 წლიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების ოდენობა შემცირდა და მიმდინარე წელს მთლიანი ხარჯების 9,3 % გახდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტით, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები დამტკიცებულთან შედარებით 44,6 ათასი ლარით იზრდება და 704,631.2 ათასი ლარი ხდება.

„ეს არის ის აუცილებელი დონე თავდაცის სამინისტროს ასიგნებისა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა გვინდაძემ.