საზოგადოება
ნათელაშვილის აქცია თეთრ სახლთან

shalva-natelashvili28თბილისი, 24 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ში მყოფმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თეთრ სახლთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. ოპოზიციონერმა ლიდერმა აშშ-ის ხელისუფლებას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ აშშ-ის ხელისუფლებას – შეწყვიტეთ სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური მხარდაჭერა; მიიღეთ ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები, რომ რაც შეიძლება დროულად ჩამოსცილდეს ხელისუფლებას; მოგვეცეს საშუალება და უფლება, ჩვენ თვითონ ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება, რომელიც იმეგობრებს თქვნთან და ააწყობს ურთიერთობებს მთელ მსოფლიოსთან“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ამასთან, მან შეხვედრები ნიქსონის ცენტრში გამართა, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.