სამართალი
თბილისი, 24 ნოემბერი, საქინფორმი. „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, „ქართუ ბანკმა“ ფეხბურთელ კახი კალაძის „პროგრეს ბანკის“ 1 მლნ 300 000 ლარის ღირებულების აქციები შეიძინა. აღნიშნულ თანხას „ქართუ ბანკი“ „პროგრეს ბანკს“ დღეს დაურიცხავს.
„ქართუ ბანკი“ „პროგრეს ბანკის“ აქციების დაახლოებით, 9%-ის მფლობელი გახდა. ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, საჭიროების შემთხვევაში „ქართუ ბანკი“, როგორც გამოცდილი საბანკო ინსტიტუტი, გარკვეულ დახმარებას და თანადგომას აღმოუჩენს „პროგრეს ბანკს“.ჯავახიშვილის ინფორმაციით, „როგორც კი აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა მიიღო, ის შემოწმების მიზნით „პროგრეს ბანკში“ შევიდა“.
„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ საკითხის პოლიტიზებას ჩვენ ვახდენთ, ფაქტია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ზეწოლა ხორციელდება, რაზეც, თუნდაც, ის მეტყველებს, რომ ეროვნული ბანკი „პროგრეს ბანკშიც“ შევიდა“, – აცხადებს ჯავახიშვილი.