რელიგია
თბილისი, 24 ნოემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთიდან დღეს დაბრუნდება. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ჩამობრძანების ზუსტი დრო ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით 18 ნოემბერს გაემგზავრა. პატრიარქმა 20 ნოემბერს მოსკოვში მაცხოვრის სახელობის ტაძარში შესრულებულ ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა.იმავე დღეს საქართველოს ეკლესიის დელეგაციას, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ეკლესიების წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უმასპინძლა.
23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში წმ. გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში აღავლინა წირვა.