პოლიტიკა
სამთავრობო საათი პარლამენტში

parlamenti6თბილისი, 24 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტში დღეს სამთავრობო საათი გაიმართება და მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები დამტკიცდება.

სამთავრობო საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძესა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს ელოდებიან.

რაც შეეხება ბიუჯეტს, დამტკიცებული ბიუჯეტი 213 მილიონი ლარით იზრდება და მას დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე წარუდგენს.