საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადება

gancxadeba4თბილისი, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან საქინფორმისთვის გამოგზავნილ განცხადებას მკითხველს ვთავაზობთ უცვლელად:

„ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოში შემოდის ინფორმაცია გაურკვეველი პირების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის შესახებ. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების სანაცვლოდ არიგებენ თანხებს და იძლევიან სხვადასხვა დაპირებებს.

ამგვარი ქმედებები მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ამ ფონზე ეცდებიან პროვოკაციების მოწყობას.

ბიძინა ივანიშვილი მადლობელია ყველა იმ მოქალაქის, ვინც უანგაროდ, მოქალაქეობრივი სოლიდარობის გრძნობით მიიღო მონაწილეობა დამოუკიდებელი  საინიციატივო ჯგუფების მიერ ორგანიზებული ხელმოწერების შეგროვებაში.

იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ხელისუფლების მიერ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის შემდგომი მცდელობები, გვინდა, ვთხოვოთ საზოგადოებას – მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, მოგვმართონ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 2 920993; 2 920973“.

 

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო