საზოგადოება
დავით უსუფაშვილი: „ხელისუფლებამ ისტორიული შესაძლებლობა თვითტკბობაში გაფლანგა“

usufashviliiiiთბილისი, 23 ნოემბერი, საქინფორმი. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ დავით უსუფაშვილის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი შესაძლოა, გამხდარიყვნენ საქართველოს ისტორიაში მართლაც სერიოზული დამსახურების მქონე ადამიანები, რადგან „ვარდების რევოლუციამ“ მათაც და ქვეყანასაც წინსვლის ძალიან დიდი შესაძლებლობა მისცა, თუმცა მათ დრო და შესაძლებლობა გაუაზრებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკასა და თვითტკბობაში გაფლანგეს“.

„მათი დამსახურებით, სიღარიბეშია ჩვენი მოსახლეობის ნახევარი, ტერიტორიების სერიოზული ნაწილი ოკუპირებულია და გვყავს უამრავი დევნილი. ვერც დემოკრატიული ინსტიტუტები განავითარეს, ვერც ნატოს დავუახლოვდით, რუსეთთან ვერ დაალაგეს ურთიერთობა და, პრაქტიკულად, ის შანსი, რომელიც ხელისუფლებას 8 წლის წინათ მიეცა, გაიფლანგა თვითტკბობაში“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ვარდების რევოლუციიდან“ 8 წელი გავიდა.