საზოგადოება
გიორგი გუგავა: „ამერიკელების დაკვეთით საქართველოში „ვარდების რევოლუცია 2“ მზადდება“

gugavaaaaaთბილისი, 23 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 8 წლის წინ მოხდა უცხოეთში დაგეგმილი, გარედან სოროსის, ხოლო შიგნიდან ივანიშვილის მიერ დაფინანსებული „ვარდების რევოლუცია“, დღეს კი იგივე ამერიკელები „ვარდების“ პირველი პროექტის სრული დისკრედიტაციისა და გავლენის სფეროს დაკარგის საფრთხის გათვალისწინებით, მეორე პროექტზე მუშაობენ.

„ამჯერადაც ახალი რევოლუციის მოხდენას პროამერიკული პოლიტიკური ჯგუფები გეგმავენ, ხოლო ფინანსურად უზრუნველყოფა „სოროსი 2“-ს – ბიძინა ივანიშვილს აქვს დავალებული“, – აცხადებს გუგავა.

მისივე თქმით, პარტია საზოგადოებას 8 წლის წინაც აფრთხილებდა და დღესაც აფრთხილებს, მოვლენების ამგვარი განვითარება არ დაუშვან.