სამართალი
მიხეილ სააკაშვილმა 137 მსჯავრდებული შეიწყალა

shewyalebaaaaთბილისი, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სრული შეწყალება შეეხო 111 მსჯავრდებულს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს დატოვებენ. მინისტრის ინფორმაციით, 6 მსჯავრდებულს სასჯელი გაუნახევრდა, პირობითი მსჯავრი 18-ს მოეხსნა, ხოლო 2-ს სასჯელის ვადა შეუმცირდა.

როგორც ცნობილია, შეწყალების კომისიამ პრეზიდენტს სულ ასამდე პატიმრის შეწყალების რეკომენდაცია მისცა. პატიმართა შეწყალების რეკომენდაციით სააკაშვილს საპატრიარქომაც მიმართა და მის ადმინისტრაციაში სია გადააგზავნა.