საზოგადოება
საქართველოს სამეფო სახლი გიორგი ბატონიშვილს დღესასწაულს ულოცავს

bagrationi2თბილისი, 23 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სამეფო სახლის სახელით შვილიშვილს – გიორგი ბატონიშვილს, დღესასწაულს ულოცავს.

მილოცვის ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

„საქართველოს სამეფო სახლის წევრთა სახელით ვულოცავ ჩემს შვილიშვილს და მემკვიდრეს – ბატონიშვილ გიორგის, დაბადებულს ამა წლის ენკენისთვის 27-ს, „ჯვართამაღლებას“, დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს – „გიორგობას“, ხსენების წმ. დიდმოწამისა და ძლევამოსილისა გიორგისა.

ვისურვებდი, რომ გიორგი ბატონიშვილი, რომელიც არის დედის ხაზით – პირდაპირი შთამომავალი და მემკვიდრე საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის წინ მყოფი უკანასკნელი მეფის გიორგი VIII-ისა და ასევე ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ისა და მამის

ხაზით – ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის უმცროსი ვაჟის – ბაგრატ მუხრანბატონის – შთამომავალი.

უფალს შევთხოვ, რომ გიორგი ბატონიშვილი აღზრდილიყოს თავის სახელოვან წინაპართა ღირსეულ მემკვიდრედ.

წმ. გიორგის მადლი ჰფარავდეს პატარა გიორგი ბატონიშვილს.

თბილისი, 23 ნოემბერი, 2003 წ“.