პოლიტიკა
ვეფხვაძე დღეს ამ გადაწყვეტილებას ნანობს. იგი დარწმუნებულია, რომ ჯონდი ბაღათურიას უმცირესობაში მიღების შემთხვევაში დეპუტატი თამაზ კვაჭანტირაძე „ქართული დასის“ ლიდერს ასწავლიდა, რომ „ლურჯი მელია“ არა ზღაპარი და მულტფილმი, არამედ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკია. „ყურშა გაყეყეჩდა“, – აღნიშნა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ დეპუტატის გამოსვლამ სწორედ ეს პერსონაჟი გაახსენა.
ამის შემდეგ ლევან ვეფხვაძეს, გიორგი თარგამაძესა და ჯონდი ბაღათურიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება სხდომათა დარბაზში გაგრძელდა, რამაც უმრავლესობის წევრ ზურაბ მელიქიშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფერხა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მანდატურის სამსახურს წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდა და დეპუტატებმა კამათი შეწყვიტეს.