სამართალი
ინვესტორი ჯარიმას გადაიხდის

makrateliuთბილისი, 22 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა ინვესტორებს თამაშის ახალ წესებს უდგენს. ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, ინვესტორი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი ინვესტიციის 0,1%-ს გადაიხდის.

ცვლილების მიხედვით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს მთავრობის მიერ შეიძლება განისაზღვროს საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განსხვავებული პირობა.

ეკონომიკის მინისტრის ბრძანება ძალაში უკვე შევიდა. თუმცა პასუხი უცნობია – მეტყველებს თუ არა ეს სიახლე საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტის სიმრავლეზე.