სამართალი
მოვალეთა რეესტრის ჩანაწერები ერთ წელიწადში 40 ათასამდე გაიზარდა

movaleebiთბილისი, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოვალეთა რეესტრში  ჩანაწერების რაოდენობა რეკორდულად – 40 ათასამდე გაიზარდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ რადიო „კომერსანტი“ ავრცელებს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ამ დროისთვის რეესტრში 56 ათასზე მეტი ჩანაწერი ფიქსირდება.

მოვალეთა რეესტრი 2010 წლის იანვრიდან ამოქმედდა. იგი მონაცემთა ერთიანი ბაზაა, რომელშიც დავალიანების მქონე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ხვდება. აღსრულების ბიურო მოვალეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ვალის დასაფარავად 7 დღეს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში უძრავ-მოძრავ ქონებას უყადაღებს.

ინფორმაციისთვის: გასული წლის განმავლობაში რეესტრში მხოლოდ 16 ათასი ჩანაწერი დაფიქსირდა.