საზოგადოება
თბილისი, 22 ნოემბერი, საქინფორმი. წლის ბოლოსთვის გზების მოვლა-შენახვის ხარჯები, დაახლოებით, 28, 5 მილიონი ლარით იზრდება.
გზების მოვლა-შენახვას, რაც მიმდინარე თუ პერიოდულ შეკეთებას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას, მშენებლობას და ზამთრის პერიოდში შენახვას გულისხმობს, მიმდინარე წლის ბიუჯეტით 135 920.0 ათასი ლარი უნდა მოხმარებოდა. ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით კი ეს ციფრი 164 360.3 ათას ლარამდე იზრდება.
კერძოდ, გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაციისთვის დამტკიცებული 76 200.3 ათას ლარი 104 640. 3 ათასი ლარი ხდება; გზების მიმდინარე შეკეთება და შენახვა ზამთრის პერიოდში კი სახელმწიფო ბიუჯეტს 24 000.0 ათასი ლარის ნაცვლად 27 5000.0 ათასი ლარი დაუჯდება.მცირდება თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზის 15-21-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი სახსრები. ამ სამუშაოებისთვის 13 000. 0 ათასი ლარის გახარჯვა იყო დაგეგმილი ბიუჯეტიდან, თუმცა ცვლილებებით ეს ციფრი 9 500. 0 ათას ლარამდე შემცირდება.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს პარლამენტი 24 ნოემბერს დაამტკიცებს.