სამართალი
თბილისი, 22 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ის ინფორმაციით, „კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი კახაბერ გუჩმანიძე დააკავეს, რომელმაც მეწარმეს ტენდერის გამოცხადებისა და მასში გამარჯვების სანაცვლოდ ქრთამის სახით 25 000 აშშ დოლარი გამოსძალა“.
დანაშაული თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.