საზოგადოება
„რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენცია

resp-partiaთბილისი, 22 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „ვერე პალასში“ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებისა და  აღმოსავლეთ საქართველოს რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების მონაწილეობით კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დედაქალაქის საქმეთა მდივანი თინათინ ხიდაშელი, პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი და რეგიონული მდივანი ირინა იმერლიშვილი.

ამასთან, პრესკონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ პარტიის 30-მდე რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ღონისძიება დახურულ ფორმატში გაგრძელდება.