პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ჩამოდის

kongresi4თბილისი, 22 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს, 2011 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს  ორდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ეწვევა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განმარტა, დელეგაცია საკმაოდ მოცულობითია.

მისივე თქმით, კონგრესმენების ვიზიტი საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება, რაც საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

„ამ ვიზიტს განვიხილავთ როგორც არა მხოლოდ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოვლინებას, არამედ იმის დასტურად, რომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს განსაკუთრებული ყურადღება აქვს მოპყრობილი საქართველოს მიმართ. ჩვენი მხრიდან, მათ შესაბამის ინფორმაციას მივაწვდით, რათა თავიანთ კოლეგებს გაუზიარონ“, – განაცხადა კალანდაძემ.