საზოგადოება
ზუგდიდი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. „სახალხო კრების“ სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
კრების სამეგრელოს რეგიონული მოძრაობის ლიდერ ზამირა ღადუას განცხადებით, ორგანიზაციამ სამეგრელოში უკვე 1500-მდე ხელმოწერა შეაგროვა. მუშაობა კვლავაც გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად შეუწყდათ, რასაც წინ უძღოდა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებები. ბიზნესმენისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დედაქალაქის პარალელურად სხვა რეგიონებშიც დაიწყო. ხელმოწერებს „სახალხო კრების“ გორის ოფისიც აგროვებს.