რელიგია
თბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მთავარანგელოზთა – მიქაელის, გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის, კრებას იხსენიებენ.
მთავარანგელოზების კრების აღნიშნვა IV საუკუნის დასაწყისში ლაოდიკიის საეკლესიო კრებაზე გადაწყდა.კრებამ ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება დაგმო და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა.
დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.