სამართალი
უჩა ლობჟანიძე ტრავმირებულია
lobjanidze2თბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ეროვნული ნაკრების თავკაცმა მოლდოვას წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში  უკრაინულ „კრივბასში“ „დნიპროდან“ განათხოვრებული უჩა ლობჟანიძეც გამოიძახა, რომელიც გუნდს 7 ნოემბერსვე შეუერთდა, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ამის მიზეზი რამდენიმე დღის წინათ ვარჯიშზე მიღებული ტრავმა აღმოჩნდა. ექიმები იმედოვნებდნენ, რომ მეორე დღეს მაინც დაუცხრებოდა ფეხი ლობჟანიძეს, მაგრამ მდგომარეობა უფრო გართულდა და ლეგიონერი თემურ ქეცბაიას 18-კაციან განაცხადშიც სწორედ  ამ მიზეზით ვერ მოხვდა. ქართველი „კრივბასს“ რამდენიმე დღეში შეუერთება, სადაც გაარკვევენ კიდეც მისი ტრავმის სირთულეს.