პოლიტიკა
თბილისი, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას იძულებით გადაადგილებული პირებისა და უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში დაფიქსირდა.
ევროპარლამენტის წევრები, ასევე, მოუწოდებენ ხელისუფლებას, შექმნას სრული და ეფექტური ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, მათ შორის, სექსუალურ ორიენტაციასა და სქესობრივ იდენტიფიცირებაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ.ევროპარლამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, „მხარი დაუჭიროს სასამართლო რეფორმას, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტს, რათა გაიზარდოს საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ და უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოს დამოუკიდებლობის სრული განვითარება, მათ შორის, გადადგას ნაბიჯები, რათა გარანტირებული იყოს პოლიტიკური, ადამიანის უფლებები და საკუთრების უზურპაციის შემთხვევების სამართლიანი კონტროლი“.
ერთ-ერთი რეკომენდაცია მედიის თავისუფლებასაც ეხება და ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს.