სამართალი
სოფლის მოსახლეობის განმარტებით, ეს არის უკიდურესად გაჭირვებული ხალხის აბუჩად აგდება. შიმშილის ზღვარზე მყოფი გლეხობის 80% სიცივეშია, ხელმძღვანელობა კი ამ ხალხს წყლის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალების შეძენას აკისრებს.
როგორც ადგილობრივმა წარმომადგენელმა საქინფორმთან საუბარში აღნიშნა, სატრაბახო მუნიციპალიტეტს ნამდვილად არ აქვს – ფაქტობრივად, სოფლის დახმარების პროგრამა იქ წარმატებით კი არა, სულაც არ განხორციელებულა.
საქინფორმის წყარო განმარტავს, რომ 2010 წელს სოფელ არბოშიკში სათავო ნაგებობიდან წყარომდე ამორტიზებული მილების შესაცვლელად დაიხარჯა 8000 ლარი. შიდა გზების შეკეთებას მიმდინარე წელს 40 000 ლარი მოხმარდა. მოსახლეობის განმარტებით, ეს ყველაფერი წყალში გადაყრილი ფულია და ეს თანხები დადებითად ხალხზე კი არა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებზე აისახა.