პოლიტიკა
თბილისი, 18 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი რეი მაბუსი საქართველოს დღეს ეწვევა.
რეი მაბუსი, რომელიც აშშ-ის საზღვაო ძალებსა და საზღვაო ქვეითთა კორპუსს კურირებს, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შეხვდება.
თბილისში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.