საზოგადოება
ბათუმი, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ქართულ ეიფელის კოშკად მონათლული ბათუმის „ანბანის კოშკის“ მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 64 მილიონი იხარჯება. როგორც ცნობილია, კოშკის ბოლო სამი სართული რესტორანს, ტელესტუდიასა და ობსერვატორიას დაეთმობა.
ქართული ანბანის ოცდაცამეტივე ასო ბათუმში საგანგებოდ აგებულ ანბანის კოშკზე უკვე დაიწერა მხედრულად, ასომთავრულად და ნუსხურად. ანბანის თითოეული ასოს სიგრძე 7 მეტრია, კოშკის სიმაღლე – 130 მეტრი. ნაგებობის თავზე მინის სფეროა. პროექტის მიხედვით, სფეროში მბრუნავი რესტორანი უნდა განთავსდეს. ის ერთ ბრუნს ერთ საათს მოანდომებს. ბათუმის მერიაში ვარაუდობენ, რომ კოშკის მშენებლობა 2011 წლის ბოლოს დასრულდება.