სამართალი
თბილისში თანამედროვე ჯიხურების განთავსების პროექტს ჩავარდნა ელის

JIXUREVIთბილისი, 17 ნოემბერი, საქინფორმი. დედაქალაქის მერიის თანამედროვე ჯიხურების განთავსების მიზნით გამოცხადებულ აუქციონებზე მეწარმეების მხრიდან დაინტერესება მინიმალურია. მესამე აუქციონზე მხოლოდ 11 ფართზე სარგებლობის უფლება გაიცა, მაშინ, როცა 47 ლოტი იყო გამოტანილი. რა მიზეზით იკავებენ თავს მეწარმეები მერიის პროექტში მონაწილეობის მიღებაზე, ჯერჯერობით გაურკვეველია.

სამი აუქციონის შედეგად თბილისის მასშტაბით სულ 47 ფართზეა გაცემული ნებართვა, თუმცა მერია წლის ბოლომდე 1000 ლიცენზიის გაცემას აპირებს.

ჯიხურების წლიური საიჯარო ქირის საწყისი ფასი 1000 ლარია. მეწარმემ საიჯარო თანხა 6 თვეში ერთხელ უნდა გადაიხადოს.

შეგახსენებთ: პირველი აუქციონის შედეგად ჯიხურების ძირითადი ნაწილი ფინანსურმა ჯგუფმა „ნუგეშმა“ შეიძინა, რომელსაც დეპუტატ არჩილ გეგენავას სახელს უკავშირებენ. დანარჩენი ნაწილის შესყიდვის მსურველს, როგორც ჩანს, ქალაქის მერია კვლავ მოთმინებით ელოდება.