პოლიტიკა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის

siim-kalasთბილისი, 17 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით  საქართველოს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში სიიმ კალასი ეწვევა. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კალასი საქართველოში კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვა და ის ვიზიტის ფარგლებში დარგობრივ შეხვედრებს გამართავს.

სიიმ კალასი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურსა და ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიასთან. როგორც კალანდაძემ აღნიშნა, შეხვედრების მთავარი თემა საქართველოში ტრანსპორტის სფეროს რეფორმები იქნება.