პოლიტიკა
ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი ევროპარლამენტის დონეზე განიხილება

biz18თბილისი, 17 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ევროპარლამენტში დღეს ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებათა ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს უყრიან კენჭს, რომელშიც საქართველოში ყველა სფეროში არსებულ მდგომარეობასა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე იქნება საუბარი. ამასწინათ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შესახებ ანგარიშში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზეც იქნება საუბარი.

ამის შესახებ რადიო „თავისუფლებას“ ავსტრიელმა დეპუტატმა ჰაენს სვობოდამ განუცხადა. მისი თქმით, ანგარიშში სპეციალური შესწორება შევა და, შესაბამისად, ტექსტი შეიცვლება. „საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ ოპონენტებზე არაპროპორციულ პოლიტიკურ ზეწოლაზე“, – აცხადებს ავსტრიელი დეპუტატი, რომელიც თავად არის აღნიშნული შესწორების ავტორი.

მისივე თქმით, ყველას, ვისაც პოლიტიკურად გააქტიურება სურს, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.