სამართალი
თბილისი, 16 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს ზ. ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ „ჯაზუში“ „სამოქალაქო ერთობის“ პრესკონფერენცია გაიმართა.
„დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა“ ხელისუფლებისგან მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერად დეკლარირებულ ღირებულებებს რომ წარმოადგენს, კიდევ ერთხელ გაცხადდა. სააკაშვილის რეჟიმი დემოკრატიული და კონსტიტუციური უფლებების მოთხოვნის გამო, ჩვეული მეთოდით აგრძელებს რიგით მოქალაქეებზე ზეწოლას. ამჯერად ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის – ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნაზე ხელმომწერ და ხელმოწერის შემგროვებელ ვარკეთილის №215 საჯარო სკოლის პედაგოგ ლაშა ჯაჯვანს ათავისუფლებს სამსახურიდან. სკოლის დირექტორმა თ. აბრამიშვილმა განსხვავებული აზრის და არა პოლიტიკური მოთხოვნის გამო გაათავისუფლა თანამშრომელი სამსახურიდან, რაც დემოკრატიული, კონსტიტუციით გათვალისწინებული და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა“, – აცხადებენ „სამოქალაქო ერთობაში“.