აქტუალური
ედუარდ შევარდნაძე: „ბურჯანაძე ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარება“

eduard_shevardnadze1თბილისი, 16 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც შევარდნაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, „ეჭვი არ ეპარება, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს, დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს“.

ექს-პრეზიდენტის აზრით, „ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო ბრძოლის მსვლელობისას პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს“. „ბურჯანაძეს დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და ეს ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამს, არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარება“, – აცხადებს შევარდნაძე.