რელიგია
თბილისი, 16 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, გუშინ, 2011 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი მიიღო. შეხვედრის ამსახველ კადრებში პატრიარქი ივანიშვილს მოკლედ ესაუბრება იმაზე, რომ ბიზნესმენს „ზოგი იმედით უყურებს,ზოგი კი ნერვიულობს“.
„მე იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდება. ხალხი იმედით გიყურებთ თქვენ – ზოგი, ზოგი კი ნერვიულობს“, – ბრძანა პატრიარქმა.შეხვედრაზე საუბარი სამების საკათედრო ტაძრის მოხატვის საკითხსაც შეეხო.
შეხვედრის დასასრულ უწმიდესმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის მომავალსა და დღევანდელ მდგომარეობაზე წარიმართა. „ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება“, - ბრძანა ილია მეორემ.