სამართალი
„ახალი კაპიტალი“ თბილისის მერიასა და საჯარო რეესტრს სასამართლოში უჩივის

kanoni2თბილისი, 16 ნოემბერი, საქინფორმი. კომპანიის ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განმარტებით, სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შევა. კომპანია სარჩელით აღნაგობის უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას მოითხოვს.

„საქმე კომპანია „ახალი კაპიტალის“ მიერ მიწისქვეშა ავტოფარეხის მოსაწყობად აღნაგობის უფლებით აღებულ ტერიტორიას ეხება. მას შემდეგ, რაც 1 მლნ 800 ათასი ლარის ხარჯი იყო გაწეული, თბილისის მერია საჯარო რეესტრს დაუკავშირდა და აღნაგობის უფლების გაუქმება მოსთხოვა, საჯარო რეესტრმა კი მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ჩვენ აღნიშნულის გაუქმებას მოვითხოვთ“, – განაცხადა კბილაშვილმა.