საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „პატრიარქის რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებ“

biZina--sulaთბილისი, 16 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, გუშინ, 2011 წლის 15 ნოემბერს, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.

როგორც საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ბიზნესმენმა აღნიშნა, „უწმიდესისგან მან რჩევები მიიღო და ის ამ რჩევებს აუცილებლად გაითვალისწინებს, რაც მომავალ გამარჯვებაში დაეხმარება“.

„ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა და ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

პატრიარქმა კი,  თავის მხრივ, ბრძანა, რომ შეხვედრაზე საუბარი ბევრ თემას, მათ შორის, საქართველოს დღევანდელ ვითარებას შეეხო.

შეხვედრა საპატრიარქოში, დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდა.