საზოგადოება
ნანა ალექსანდრიამ ივანიშვილის ფონდიდან გამოყოფილ თანხაზე უარი თქვა

nana-aleksთბილისი, 16 ნოემბერი,საქინფორმი. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოჭადრაკე ნანა ალექსანდრიამ (საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას დედა) ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან ყოველთვიურად გამოყოფილ თანხაზე უარი განაცხადა, თავად ქალბატონმა ნანა ალექსანდრიამ დაადასტურა.

მან ამ დღეებში „ქართუ ბანკში“ არსებული ანგარიში გააუქმა. რაც შეეხება ნანი ბრეგვაძეს, ბუბა კიკაბიძის მსგავსად, მან საკუთარ ანგარიშზე დაგროვილი თანხა მთლიანად გამოიტანა, თუმცა მის შემდგომ მიღებაზე უარი ჯერ არ უთქვამს.

ნანა ალექსანდრიას მსგავსად, „ქართუ ბანკში“ ანგარიშის გაუქმებას აპირებენ ფრიდონ თოდუა, დილარ ხაბულიანი, გიორგი ასანიძე, დავით გობეჯიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან ყოველთვიურად გამოყოფილ საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებდნენ.