პოლიტიკა
თბილისი, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი 8 ქვეყანა ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას ითხოვს, რის შესახებაც მათ წერილები ოთხ ევროკომისარს გაუგზავნეს. წერილის ავტორები საქართველოში არსებული ვითარების დეტალური შესწავლის ინიციატივით გამოდიან.
საქართველოს მხარდამჭერი წერილი ლიტვის ინიციატივით შედგა და ამ დოკუმენტს უკვე შეუერთდნენ პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, რუმინეთის, უნგრეთის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო უწყებები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „უნდა დაჩქარდეს სავიზო რეჟიმის გამარტივება და ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დაწყება“.