პოლიტიკა
თბილისი, 16 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ბარონესა ქეთრინ ეშტონი ეწვევა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა განმარტა, ეშტონის ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით.
„მნიშვნელოვანია ის ვიზიტი, რომელიც ამ დღეებში იგეგმება. საქართველოს 16 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ბარონესა ქეთრინ ეშტონი ეწვევა და საქართველოს დედაქალაქში გამართავს შეხვედრებს. ეს ვიზიტი იმ ინტენსიური ურთიერთობის გაგრძელებად უნდა განვიხილოთ, რომელსაც ქართული დიპლომატია უკანასკნელ პერიოდში ეწევა. ეშტონის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ განცხადებების კონტექსტში, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტის დროს გაჟღერდა და საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების დაახლოებასა და შემდგომ განვითარებას შეეხება“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.