საზოგადოება
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს გამოეხმაურა.
„დღეს ბევრი ლაპარაკია იმაზე, უნდა იყოს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე. რა თქმა უნდა, უნდა იყოს, იმიტომ, რომ ის ქართველია. მე ვფიქრობ, ყოველი ქართველი ადამიანი, ის დაბადებულია საქართველოში თუ უცხოეთში, რომელიც სულითა და ხორცით ქართველია, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. მე ძალიან მაწუხებს, რომ ასეთი უბრალო საკითხია და ასეთი არასასურველი კამათი გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მას საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს“, – ბრძანა პატრიარქმა.